მამუკა ბახტაძე: მე ჩემი თანხა არასოდეს გადამირიცხავს „ნაციონალური მოძრაობისთვის“

  17:26:04     20-06-2018

„ვინც ვერ ან არ გაიგო, მათთვის დღესაც გავიმეორებ. მე ჩემი თანხა არასოდეს გადამირიცხავს „ნაციონალური მოძრაობისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

მისი განმარტებით, ანალოგიურ შეკითხვას გუშინაც ამომწურავი პასუხი გასცა. 

„თქვენს მიერ ინიცირებულმა კანონმა, რომელმაც იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსება აიკრძალა იმ მიზნით, რომ “ქართულ ოცნებას” არ ჰქონოდა საშუალება მიეღო დაფინანსება 2012 წლის არჩევნებში და ასეთ კანონს თქვენ მიეცით უკუქმედების ძალა, გამოიწვია ის, რომ ტექნიკურად გამოიყენეს ფიზიკური პირების ანგარიშები. ასეთი არის 30 ათას ადამიანზე მეტი. შესაბამისად, თუ ეს იყო თაღლითობა, ძალიან საინტერესოა მაშინ, ვინ არის ამ თაღლითობის ბენეფიციარი?!“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.