
გადაიხადა თუ არა, ქრთამის სახით მილიონ ნახევარი - დავით სონღულაშვილის პასუხი შენგელაიას
16:21:43     20-06-2018
კინორეჟისორმა გიორგი შენგელაიამ, Presa.ge-სთან საუბრისას, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით სონღულაშვილი ქრთამის გადახდაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მან პარლამენტში მოსახვედრად მილიონ ნახევარი გადაიხადა.
აღნიშნული განცხადების შეფასების მიზნით, Presa.ge თავად დავით სონღულაშვილს დაუკავშირდა.
- ბატონო დავით, გიორგი შენგელაიამ განაცხადა რომ თქვენ ქრთამის სახით მილიონ ნახევარი გადაიხადეთ პარლამენტში მოსახვედრად...
- რთულია მაგ განცხადებას სერიოზული პასუხი გავცე.
ეგეთ ბრალდებაზე კომენტარის გაკეთება ჩემი მხრიდან არასერიოზული იქნება, ამიტომ არ ვუპასუხებ.
- ბატონო დავით, მას შემდეგ რაც მაჟორიტარი გახდით, ისევ აგრძელებთ ფულის გასესხებით დივიდენდების მიღებას?
- მაგ საქმეს არც არასოდეს მივყვებოდი, ეგ არ არის ჩემი ძირითადი საქმე.
- უკვე ორი წელია პარლამენტში ზიხართ, თუმცა, არც თქვენი ინიციატივა უნახავს ვინმეს და არც - კანონპროექტი. რას აკეთებთ საკანონმდებლო ორგანოში?
- ჩემი მთავარი მოვალეობა არის საკანონმდებლო საქმიანობა.
ჩემს მიერ წარდგენილი ინიციატივები და საკანონმდებლო აქტოვობები კი ძალიან მარტივად შეუძლია ნახოს ყველამ, პარლამენტის გვერდზე.