"რაც "ლიბერთი ბანკი" ბიძინა ივანიშვილმა იყიდა, ამ თვიდან პენსიონერებს უკვე გაუზარდეს ავანსით წინასწარ ნასარგებლები თანხის პროცენტი"

  18:39:06     19-06-2018

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე გიგა შუშანია სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციას ავრცელებს:

"მას მერე რაც "ლიბერთი ბანკი" ბიძინა ივანიშვილმა იყიდა, ამ თვიდან პენსიონერებს უკვე გაუზარდეს ავანსით წინასწარ ნასარგებლები თანხის პროცენტი. ადრე თუ ისინი 1 თვეზე %-ის სახით 3 ლარს იხდიდნენ, ეხლა ეს თანხა 5 ლარამდე გაიზარდა. ანუ წლიური 36 %-ია. ეხლა პენსიონერთა ჯიბეებში დაიწყო ხელების ფათური გაუმაძღარმა ოლიგარქმა. არ დაგავიწყდეთ ბიუჯეტიდან გადარიცხულ მილიონობით ლარზეა საუბარი." - წერს შუშანია.