დღეს პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ
10:03:07     19-06-2018
დღეს პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს გაერთიანებულ კომიტეტებზე, ფრაქციებში, უმცირესობასა და უმრავლესობაში მოუსმენენ.
ხვალ კი ქუთაისში პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს.
გუშინ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ მოსახლეობას მთავრობის შენახვა გაცილებით იაფი უნდა უჯდებოდეს, ვიდრე - ახლა. სწორედ ამიტომ მმართველი პარტიის კანდიდატი რამდენიმე უწყების გაერთიანებას გეგმავს. ახალი სტრუქტურა პარლამენტს, სავარაუდოდ, 2-3 კვირაში წარედგინება.
უკვე ცნობილია, რომ მამუკა ბახტაძის კაბინეტიდან თავდაპირველად მხოლოდ ის მინისტრები მიდიან, ვინც თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა, ესენია , მიხეილ ჯანელიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი. ცვლილებების პირველ ეტაპზე მინისტრების მოვალეობას მოადგილეები შეასრულებენ. ცვლილებების მეორე ეტაპი უფრო მასშტაბური იქნება და გუნდში ახალი სახეები გამოჩნდებიან.
მამუკა ბახტაძე 14 ივნისს ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელა. გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობა 12 ივნისს დატოვა. ამის მიზეზად მან პარტიის თავმჯდომარესთან აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.