წყალდიდობა ინდოეთში- დაღუპულია 23 ადამიანი
15:00:25     18-06-2018
ინდოეთში წყალდიდობისას, სულ მცირე, 23 ადამიანი დაიღუპა.
ინდოეთში წყალდიდობას, სულ მცირე, 23 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონს დაატყდა თავს. გადაუღებელმა მუსონურმა წვიმებმა მდინარეების ადიდება გამოიწვია.
წყალდიდობამ, საერთო ჯამში, 450 ათასამდე ადამიანი დააზარალა.