
თამარ ჩუგოშვილი: მამუკა ბახტაძე მთავრობის შემადგენლობას დღეს დაასახელებს
11:08:33     18-06-2018
პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე სამთავრობო შემადგენლობას დღეს დაასახელებს.
„პირველ რიგში დაველოდოთ პრემიერ- მინისტრობის კანდიდატის გადაწყვეტილებას. დღეს გახდება ცნობილი, თუ რა შემადგენლობით წარმოადგენს ის მინისტრთა კაბინეტს. მე როგორ ვიცი, ზოგადად გარკვეული ცვლილებები მომავალშიც აქვს მას დაგეგმილი, მათ შორის სამინისტროების ოპტიმიზაციის ფონზე. ამიტომ ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, ზუსტად რომელ უწყებას რომელი პირი ჩაუდგება სათავეში",- განაცხადა ჩუგოშვილმა.
აქვს თუ არა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შენიშვნები, ჩუგოშვილმა ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.