ნიკა მელია: ასეთი პირების მეშვეობით ძალადობს ივანიშვილი და ინარჩუნებს ძალაუფლებას

  17:44:35     16-06-2018

ნიკა მელია სოციალურ ქსელში ფოტოებსა და წერილს აქვეყნებს, სადაც ოზურგეთის საკრებულოს თანამშრომლის მეუღლესა და კახი კალაძის მეგობარზე - ნესტორ რამიშვილის შესახებ ყვება, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოზურგეთის საკრებულოს „ენმ“-ის დეპუტატს, ბესო ქათამაძეს.

„ეს ვინმე ნესტორ რამიშვილია. ერთ-ერთია რომელიც ლაჩრულად ფიზიკურად გაუსწორდა ბესო ქათამაძეს და გუშინ საღამოს მომიქსიეს მე.

მასზე ყურადღებას არც შევაჩერებდი, სწორედ ასეთ და მხოლოდ ასეთ პირებზე რომ არ იდგეს უკვე მარგინალური და პოლიტიკურად გაბანკროტებული ხელისუფლება.

ამ ფოტოებიდან კარგად ჩანს ვის ინტერესებსაც ემსახურება მოძალადე ნესტორ რამიშვილი.  კარგად ჩანს, ვის გულის მოგებასაც ცდილობს და ვისაც აქვს მასზე ზემოქმედების ბერკეტები.

ცნობისთვის, ნესტორ რამიშვილი გურიის გუბერნიის „თანამშრომელია“. მეუღლე ოზურგეთის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“. ნესტორ რამიშვილი კახი კალაძის მეგობარი და მეზობელია სამტრედიაში.

აი, ასეთი პირების მეშვეობით ძალადობს ივანიშვილი და ინარჩუნებს ძალაუფლებას. ასეთ პირებზეღა დგას ეს ხელისუფლება. მას სხვა დასაყრდენი აღარ შერჩა საზოგადოებაში“, - აღნიშნავს ნიკა მელია.