პრეზიდენტმა პარლამენტისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ აქტი გამოსცა

  18:09:17     15-06-2018

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საკანონმდებლო ორგანოსთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ შესაბამისი აქტი გამოსცა.

„საქართველოს კონსტიტუციის 801 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წამოყენებულ იქნეს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი მამუკა ბახტაძის კანდიდატურა”, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წამოყენების შესახებ პრეზიდენტის განკარგულებაში.

საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა  და შესაბამისი წარდგინება პრეზიდენტს გადაუგზავნა.