მამუკა მდინარაძე: ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია მზად არის
16:59:26     15-06-2018
ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია მზად არის, რომელსაც პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგენს.
ამის შესახებ ფრაქცია„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებ განუცხადა.
მისი განმარტებით, მთავრობამ სია უნდა დაამტკიცოს, თუმცა განვითარებული მოვლენების გამო შეუძლებელი იყო, მთავრობას სხდომა მოეწვია და სია დაემტკიცებინა.
"როცა მთავრობა შეიკრიბება, პირველივე სხდომაზე სიას დაამტკიცებს და პარლამენტში გადმოგზავნის. მთავრობას შეეძლო, რომ მანამდე სია წარედგინა, მაგრამ როგორც მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, სხდომა ბოლო დღეებში იყო დაგეგმილი და იმის გამო, რომ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა, იძულებული გახდნენ, ახალ მთავრობას დაელოდონ. პრეტენზია ადეკვატური და რელევანტურია იმის შესახებ, რომ სია მანამდე გადმოეგზავნათ, მაგრამ გასაგებია ისიც, რომ შეუძლებელი იყო, სია დღეს გამოეგზავნათ, რადგან მთავრობას არ დაუმტკიცებია”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თავის მხრივ, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობას პარლამენტისთვის ე.წ.ოთხოზორია-ტატუნაშვის სია ამ დრომდე არ წარუდგენია.
მაისის თვეში მიღებული რეზოლუციის საფუძველზე, პარლამენტმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის წარდგენა 15 ივნისამდე დაავალა.