"ნაციონალური მოძრაობის" წევრს სოცქსელში გამოქვეყნებული განცხადებების გამო სცემეს

  16:55:45     15-06-2018

"ვაჟკაცურად მაინც მოიქეცით, რა კაცობაა ტურებივით ლაჩრულად ზურგიდან თავდასხმა", - წერს სოცილურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" და ოზურგეთის საკრებულოს წევრი, ბესო ქათამაძე.

როგორც ის აცხადებს, მას "ქართული ოცნების" წევრებმა სცემეს.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ქათამაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებების გამო „ქართული ოცნების“ წევრებმა ფრაქციის ოფისში დაიბარეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ბესო ქათამაძემ, თავად განაცხადა, რომ მას რვა პირი ურტყამდა და თავში რკინის ნაჭერი ჩაარტყეს.