გლდანში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
16:27:24     15-06-2018
გლდანში, მე-4 მიკრორაიონში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
წინასწარი ინფორმაციით, მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი. ადგილობრივებმა გარდაცვლილი 25 წლამდე ბიჭი გლდანის მე-4 მიკრორაიონში იპოვეს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კონფლიქტი სხვა მიკრორაიონში მოხდა, რა დროსაც მამაკაცი დაჭრეს, დაჭრილი კი მე-4 მიკრორაიონში მივიდა და გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც შესაბამის სამუშაოებს აწარმოებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს და დამატებით დეტალებს უწყების პრესსამსახური გაავრცელებს.