ქობულეთში პოლიციის უფროსი მოკლეს

  10:32:15     15-06-2018

ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსი ბუტა ანთაძე მოკლეს.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, პოლიციის უფროსი ერთმა პირმა მაშინ დაჭრა, როდესაც სოფელი ცეცხლაურის გავლით ბიძინა ივანიშვილის ხის ტრანსპორტირება მიმდინარეობდა.

როგორც ირკვევა, პოლიცია ხის გადატანის პროცესს აკონტროლებდა, რა დროსაც პოლიციის თანამშრომელს ერთი პირი ზურგიდან მიეპარა და სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.

მუხაესტატეს პოლიციის უფროსი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სს-კ 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.

ბრალდებული დაკავებულია. ის წარსულში წვრილმანი ხულიგნობისთვის არის ნასამართლევი.

მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.