
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის გაფართოებული სხდომა გაიმართება
11:06:06     14-06-2018
პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის გაფართოებული სხდომა გაიმართება.
უმრავლესობის გაფართოებულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე იმსჯელებენ.
სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში 17:00 საათზეა ჩანიშნული.
გიორგი კვირიკაშვილი გუშინ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა. კონსტიტუციის თანახმად, პრემიერის გადადგომასთან ერთად, მთავრობის შემადგენლობაც გადამდგარად ითვლება.