უმრავლესობის წევრმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა არ გამორიცხა

  20:34:27     13-06-2018

„თუ არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს პასუხები არ გაეცა, სრულიად ლეგიტიმური იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან კობერიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„ჩემი დაკვირვებით, ჩვენ პრობლემები და გამოწვევები გვაქვს სამართლიანობასთან და სასჯელის დადგომასთან დაკავშირებით. მაგალითად, სარალიძის საქმეზე.

ასე რომ, თუ არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს პასუხები არ გაეცა, სრულიად ლეგიტიმური იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა“, - აღნიშნა კობერიძემ.