შსს-ში გამოკითხვაზე 51-ე სკოლის მოსწავლე მივიდა

  17:01:04     13-06-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე ლევან დადუნაშვილის მეგობარი მივიდა. 51-ე სკოლის მოსწავლე შსს-ში მშობელთან და ადვოკატთან ერთად მივიდა.

ადვოკატის თქმით, მოზარდი ხელახალი გამოძიების ფარგლებში უკვე მეორედ დაიბარეს შსს-ში, თუმცა უფლებადამცველი არ აკონკრეტებს, რა არის ხელმეორედ გამოკითხვის მიზეზი და მიაწვდის თუ არა არასრულწლოვანი გამოძიებას რაიმე ახალ ინფორმაციას.

შსს-ში გამოკითხვაზე ამ დრომდე იმყოფება ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე.