"მარნეულის ინციდენტში, სავარაუდოდ, პარლამენტის წევრი ფიგურირებს"
14:13:58     13-06-2018
პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის ბრალდების შესახებ გამოტანილი იქნა დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.
„მინდოდა, გამემახვილებინა ყურადღება მარნეულის ინციდენტზე, ძალიან მძიმე ინციდენტზე, თუმცა, ვამახვილებ ამ ფაქტზე ყურადღებას ახლა, მითუმეტეს, შემოსულია წერილი მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლისგან, მამუკა ვასაძისგან. რაც შეეხება ინციდენტს, ზოგადად ვიტყვი, რომ გარდა ადგილობრივი თანამდებობის პირებისა, სავარაუდოდ, ამ ინციდენტში იყო გარეული ასევე საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრი.
შესაბამისად, შემოსულია მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის წერილი შემდეგი შინაარსის: „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მეორე ნაწილისა და პარლამენტის რეგლამენტის მე-20 მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე გაცნობებთ, რომ 2018 წლის 13 ივნისს, 11 საათზე, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, პროკრატურის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მესამე ნაწილის „დ“ პუნქტით მთავარი პროკურორისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე გამოტანილ იქნა დადგენილება საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის ბრალდების შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ აუცილებელია აღნიშნული მძიმე ინციდენტის გამოძიება, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, მიუხედავად თანამდებობისა, აუცილებელია თითოეული მონაწილის დასჯა და ამას უნდა ჰქონდეს პრეცედენტული მნიშვნელობა.
ცნობილია, რომ აზერ სულეიმანოვი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატია.
გუშინ, სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.
როგორც აღნიშნულ ვიდეომასალაშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პირზე ზეწოლა პარტია "ქართული ოცნების" ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.
აღნიშნული ინციდენტის გამო მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დღეს დააკავეს.