მარნეულში მომხდარი ფაქტის გასაპროტესტებლად მთავრობის ადმინისტრაციასთან შარდის კონტეინერები მიიტანეს

  13:08:32     13-06-2018

მარნეულში მომხდარი ფაქტის გასაპროტესტებლად, მოქალაქეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან შარდის კონტეინერები მიიტანეს.

მათი თქმით, მარნეულში მომხდარი ფაქტი ყველა ზღვარს სცდება.

მათი განცხადებით, მთავრობის ადგილი საშარდე კონტეინერშია.

აქციის მონაწილეებს შორის, სტუდენტების გარდა არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას შეწყვიტონ ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი.

ცნობისთვის, მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს.

მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

შეგახსენებთ, სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.