"მთავრობაში ამ ეტაპზე ცვლილებები მოსალოდნელი არ არის"
18:23:20     12-06-2018
მთავრობაში ამ ეტაპზე ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის ორსაათიანი შეკრების დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
კოსნულტაციებს უმრავლესობასთან პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდა, კონსულტაციას კი, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა
როგორც ცნობილია, დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებების შესახებ, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალსიტებს განუცხადა, შეკრებაზე მსჯელობა შეეხო, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და გაეროს ეგიდით ჩატარებული კვლევის ძირითად შედეგებზე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან კობერიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე სამთავრობო ცვლილებების შესახებ საუბარი არ ყოფილა. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი UNICEF-ის მიერ წარმოდგენილ კვლევას ეხებოდა.
„იყო განხილული იქ წარმოდგენილი მონაცემები. ჩვენი გუნდი მსჯელობდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს ეკონომიკაში კიდევ უფრო მეტად იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა იყოს რაც შეიძლება სწრაფად მიღწეული. სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა. საუბარი არ ყოფილა არც პრემიერ-მინისტრის და არც რომელიმე მთავრობის წევრის გადადგომაზე“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.