ბელგიის სახელმწიფო მინისტრი: საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და მსურველებს თავშესაფარს არ მოგანიჭებთ
18:19:56     12-06-2018
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ბელგიის სამეფოს მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს - თეო ფრანკენს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში ბელგიაში თავშესაფრის მაძიებელთა მატების დინამიკა განიხილეს.
თეო ფრანკენის განმარტებით, ბელგია საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს არ მიანიჭებს.
„საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა სტაბილური დემოკრატიით. აქ არ მიმდინარეობს ომი. თქვენი ქვეყნიდან თავშესაფრის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ბელგია თაფლისა და რძის ქვეყანაა, ამიტომ ნუ ეწვევით ამ ქვეყანას თავშესაფრის მისაღებად. შეგიძლიათ, ეწვიოს მას ტურისტული მიზნებისთვის. ჩვენ გვსურს, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი შემცირდეს" - თქვა ფრანკენმა.