"ქართული ოცნების" ოფისში საგანგებო სხდომა მიმდინარეობს
16:06:47     12-06-2018
"ქართული ოცნების" ოფისში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საგანგებო კონსულტაციები მიმდინარეობს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრები ესწრებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი გუნდი მთავრობის შემადგენლობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს განიხილავს, თუმცა ამ დრომდე უცნობია,დატოვებენ თუ არა თანამდებობებს ქვეყნის პრემიერი, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში ადასტურებენ, რომ ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში ნამდვილად იგეგმება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობას დატოვებს და აღარც თეა წულუკიანი იქნება იუსტიციის მინისტრი.
საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრას "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძეც ესწრება.
ბოლო პერიოდში თბილისში გამართული საპროტესტო აქციების დროს მთავარი მოთხოვნა გიორგი კვირიკაშვილის, გიორგი გახარიას და თეა წულუკიანის გადადგომა იყო.
შეხვედრის დაწყების წინ მედიასთან კომენტარები საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა გააკეთეს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა,
„ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარე შეხვედრის დასრულების შემდეგ ოფიციალური განცხადება გაკეთდება.
"ცვლილებები აუცილებელია, თან მთელი რიგი მიმართულებით, თვისობრივი ხასიათის ცვლილებები,“- თქვა ზაქარია ქუცნაშვილმა, თუმცა, არ დააკონკრეტა თუ რომელ მინისტრს გულისხმობდა ცვლილებებზე საუბრის დროს.