„ქართულ ოცნებაში“ არ ადასტურებენ, რომ დღევანდელი სხდომა სამთავრობო ცვლილებებს შეეხება

  13:19:43     12-06-2018

მმართველი გუნდის წევრები არ ადასტურებენ, რომ „ქართული ოცნების“ ოფისში დღეს დანიშნული უმრავლესობის სხდომა მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს შეეხება.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ Presa.ge-ს განუმარტა, სხდომის შესახებ შეტყობინება უკვე მიიღო, მაგრამ რა იქნება განსახილველი საკითხი, მისთვის უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება, სადაც მსჯელობა მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს შეეხება.