კვირიკაშვილი შესაძლოა გადადგეს - ვინ გახდება ახალი პრემიერი?
12:09:19     12-06-2018
კულუარული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უახლოეს პერიოდში შესაძლოა გადადგეს. წყაროს მიხედვით, იგეგმება მთლიანად მთავრობის კაბინეტის ხელახლა ფორმირებაც.
ირკვევა, რომ ბოლო მოვლენების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი პრემიერის და მთავრობის საქმიანობით არც ისე კმაყოფილია. ამასთანავე, ხელისუფლების მაღალ ეშელონებში მიიჩნევენ, რომ სწორედ ასე შეიძლება მოხერხდეს იმ დაგროვებული ბოლის გამოშვება საზოგადოებაში, რასაც აქციების მთელი სერია მოჰყვა თბილისსა და მთელს საქართველოში.
წყაროს ცნობით, მომავალ პრემიერად შესაძლოა მამუკა ბახტაძე დასახელდეს. არსებობს მეორე კანდიდატურაც - დავით სერგეენკო. მინისტრთა მომავალ კაბინეტში დიდი ალბათობით ვერ მოხვდება იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი.