
ირაკლი კობახიძე: მთავარია, პროტესტის გამოხატვისას არ გავცდეთ კანონის მოთხოვნებს
19:11:03     11-06-2018
მთავარია, ერთი მხრივ, პროტესტის გამოხატვისას არ გავცდეთ კანონის მოთხოვნებს და მეორე მხრივ, ძალის გამოყენებისას არ უნდა დაირღვეს თანაზომიერების პრინციპი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის რუსთაველის გამზირზე დღეს განვითარებული მოვლენებით დაინტერესდება.
„დავინტერესდებით მომხდარის ყველა დეტალით. ძალის გამოყენება ხელისუფლების პრეროგატივაა, მთავარია არ მოხდეს ძალის არათანაზომიერი გამოყენება. ბუნებრივია, ამ კუთხით დავინტერესდებით, შს სამინისტროსთან გვექნება კომუნიკაცია და ამის საფუძველზე გაირკვევა დეტალები. რა თქმა უნდა, პროტესტი არის ყველას უფლება, მაგრამ მთავარია პროტესტის გამოხატვისას არ გავცდეთ კანონის მოთხოვნებს. ერთ მხარეს ეს არის მნიშვნელოვანი და მეორე მხარეს მნიშვნელოვანია ძალის გამოყენებისას არ დაირღვეს თანაზომიერების პრინციპი. პარლამენტის კუთხით ამ საკითხებით დავინტერესდებით“, - განაცხადა კობახიძემ.