"მათი აღსასრული ძალიან ახლოა" - სააკაშვილი დეპუტატების დაკავებას ეხმაურება

  16:50:10     11-06-2018

მიხეილ სააკაშვილი რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებსა და პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ ძალადობას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

„ივანიშვილმა თავისი მოპარული მილიარდების დასაცავად გადაწყვიტა პუტინის მეთოდების გამოყენება. ამისთვის იყენებს მოსკოვიდან ჩამოყვანილ ვამპირ გახარიას და სუსის 100 კაცს, რომელთაც ყოველთვიურად ხელზე უხდის ხელფასს.

ნუ შეგეშინდებათ მათი!

მათ არაფერი ამაგრებთ შეშინებული ხალხის გარდა.

მათი აღსასრული ძალიან ახლოა", - აღნიშნავს სააკაშვილი.