„არავის არ უნდა ჰქონდეს განცდა და ილუზია, რაიმე ფორმით დესტაბილიზაცია განახორციელოს“

  16:48:16     11-06-2018

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი  ლიდერი, ნიკა მელია სამართალდამცავებმა პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე დააკავეს.  მან სამართალდამცავებს მოუწოდა აეხსნათ, რატომ არ აძლევნდნენ აქციის მონაწილეებს კარვებში შესვლის საშუალებას.

გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარეობს ირაკლი ნადირაძესა და თინათინ ბოკუჩავას დაკავებაც.

შს მინისტრის მოადგილის განმარტებით, პარლამენტის წინ აქციაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დააკავეს, რადგან ისინი საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ.

რუსთაველზე სამართალდამცავები კარვების დემონტაჟს ახდენენ. ასევე გაძლეირებულია პარლამენტის შენობის შიდა სივრცე.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, PRESA.GE  საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ანრი ოხანაშილს ესაუბრა:

- რუსთაველის გაზმირის გადაკეტვა აღმოჩნდა ის ნაბიჯი, როდაც სამართლადამცევლებმა წესრიგის უზრუნველსაყოფად მოქმედება დაიწყეს. დაძაბავს თუ არა სამართალდამცვთა მოქმედებები საზოგადოებრივ განწყობას, რომლებიც აქციის მთავარი ფიგურანტების გულშემატკივრად მიიჩნევენ თავს?

- ჩვენი ვალდებულება იყო, რომ ყველას მისცემოდა სიტყვისა და აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა და ეს იქნა უზრუნველყოფილი, მაგრამ როდესაც ხდება ამ უფლების კანონის მიღმა უზრუნველკლყოფა დახდება კანონის დარღვევა, მაშინ სახელმწიფო ვალდებულია მოახდინოს კანონისმიერი რეაგირება. ჩვენი ამოცანა და ვალდებულებაა, უზრუნველვყოთ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, როგორც კი ეს უფლება დაირღვევა და საზოგადობერივ წესრიგს საფრთხე შეექმნება, სახელმწიფო ვალდებულია, მოახდინოს მყისიერი რეაგირება. სწორედ ამ უფლების უზრუნველყოფა მოხდა რუსთაველის გამზირზე.

- რამდენად სწორად იქნება ხელსიუფლკების მხრიდან დაცული ბალანსი სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებასა და საზოგადოებრივ წესრიგს შორის?

- ადამიანს შეუძლია საკუთარი სიტყვა, აზრი თუ პოზიცია დააფიქსიროს ნებისმიერ ადგილას ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნას საზოგადოებრივ წესრიგს, არ მოახდინოს ტრანსპორტის სავალი გზის გადაკეტვა და ეს ბალანსი დაცულია. როდესაც ეს ხორციელდება კნონდარღვევით, ეს არის ცალსახად მიურებელი და სახელმწიფო ვალდებულაი იმოქმედოს.

- „ნაციონალური მოძრაობისა“ და აქციის  სხვა ორგანიზატორებმა რუსთაველის გამზირი კარვის მეშვეობით შეგნებულად გადაკეტეს. როგორ ფიქრობთ, რა მიზანი აქვს ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ქუჩაში აქციების რეჟიმის შენარჩუნებას ცდილობს? 

- სარალიძეების, დადუნაშილების ოჯახს მმართველი გუნდის სახით ჰყავს ძლიერი პარტნიორი, რომელიც ამ ოჯახებს ბოლომდე გვერდით დაუდგება, რათა მათ მიერ დასმული შეკითხვები პასუხგაცემული იყოს. ყველაზე საიმედო ძალა მმართველი გუნდი ვართ, რის გამოც შევქმენით საგამოძიებო კომისია და ვაპირებთ მათი ინტერესების ბოლომდე დაცვას. რაც ეხება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან მცდელობას, მოაწყონ დესტრუქცია დედაქალაქში, ამას საზოგადოება ხედავს. რევანშისტული მიზნით ყველა მცდელობა, რომ ტრაგედია გამოიყენეო საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის, არის აბსოლუტური ფარსი, რაზეც საზოგადოებამ გამოხატა შესაბამისი რეაქცია. ჩვენთვის მთავარია საზოგადოებრივი ინტერესი, ქვეყნის უსაფრთხოება და დემოკრატიული ღირებულებების დაცვა. არავის არ უნდა ჰქონდეს განცდა და ილუზია, რომ შექმნის, ან ექნება მცდელობა, რაიმე ფორმით დესტაბილიზაცია განახორციელოს.