ოთარ კახიძე: ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის სასამართლოს მასალები უკვე პარლამენტშია

  15:09:55     11-06-2018

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მასალები შემოვიდა, რომელიც დროებითმა საგამოძიებო კომისიამ სასამართლოდან გამოითხოვა.

როგორც  კომისიის წევრებმა "პრესა.ჯი"-ს განიცხადეს, დღის ბოლომდე, სავარაუდოდ, საგამოძიებო კომისია შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილ მასალებს მიიღებს.

სასამრთლოდან პარლამენტში შემოსული საქმის მასალები 96 ტომისგან შედგება.

"პრესა.ჯი"-მ განმარტება კომისიის წევრს, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელს, ოთარ კახიძეს სთხოვა:

-ამ დროისთვის რა მასალები აქვს კომისიას, რის საფუძველზეც ხორავას ქუცაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შესწავლა უნდა დაიწყოთ?


-საგამოძიებო კომისიაში შემოვიდა  სისხლის სამარღლის საქმის მასალები თბილისის საქალაქო სასამართლოდან. აქ არის, როგორც მთავარი საქმის მასალა, ასევე გამოყოფილი ორი საქმის მასალა. კომისიის წევრებმა უკვე დავიწყეთ ამ მასალების შესწავლა. ვედლოდებით დამატებით გამოძიებადაწყებული საქმეების მასალებს შინგანა საქმეთა სამინისტროდან.

-დღეს არის შესაძლებელი, რომ დამატებითი გამოძიების მასალები შსს-მ პარლამენტს გადმოუგზავნოს?

-არ ვიცი, როდის შემოვა მასალები, თუმცა შესაძლებელი არის.

-მთავარი ორი საქმე უშუალოდ მომხდარ მკვლელობებს ეხება?

-საქმეების დასახელებებს ვერ გეტყვით, რადგან ფიგურანტები არასწრულწლოვნები არიან, მათი სახელების და გვარების გაჟღერება არ შეიძლება. გამოყოფილი საქმეები ცალკეა და ჯერ არ წამიკითხავს.