პოლიციამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ზაზა სარალიძესა და ზვიად კუპრავას
15:03:05     11-06-2018
სასამართლოს ბუფეტში, პოლიციამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ზაზა სარალიძესა და ზვიად კუპრავას. პოლიცია სარალიძესა და კუპრავას მაშინ დაესხა თავს, როდესაც ისინი სადილობდნენ.
შეგახსენებთ რომ სასამართლომ, სადაც კუპრავას საქმის განხილვა მიმდინარეობდა, ერთსაათიანი შესვენება გამოაცხადა.
შესვენების დროს, სარალიძე და კუპრავა სასადილოში ჩავიდნენ.
თუმცა, მალავე, მათ პოლიცია შეუვარდა, თეფშები დაამსხვრია და კუპრავა ძალის გამოყენებით დარბაზში წაიყვანა.
ინციდენტის დროს, პოლიციელებმა კუპრავასა და შვილმოკლულ მამას, ზაზა სარალიძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
"ეს არის ადამიანობა? ესენი არიან მკვლელები. ესაა გახარიას უწყება. სამ საათამდე მოგვცა მოსამართლემ დრო. დავჯექით ვჭამდით.
დაგვამხეს პოლიციელებმა ყველაფერი. მოსამართლემ გამოგიძახაო ზვიად კუპრავას მოსთხოვეს, ერთი წუთი დამაცადე ჭამაო და დაგვამხეს ყველაფერი თავზე.
აი, გახარიას უწყება, ვინი არ აქვთ თავში არც ერთს, ელემენტარული საჭმლის ჭამა არ გვაცალეს“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.