სერგი კაპანაძე: მინდა ყველა სკეპტიკოსს მოვუწოდო - კომისიის მუშაობას ადევნონ თვალყური
14:19:43     11-06-2018
ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომები 13 ივნისიდან ყოველღიურ რეჟიმში გაიმართება.
როგორც საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კომისია პირველ რიგში დაზარალებულებს შეხვდება, ხოლო შემდეგ სხდომებზე ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს დაიბარებს.
"ოთხშაბათს გამოვაქვეყნებთ იმ ადამიანების სიას, რომლებსაც შემდეგ კვირაში მოუწევთ ახსნა-განმარტებების მიცემა. პირველ რიგში, გვექნება შეხვედრები დაზარალებულ მხარესთან, ამის შემდეგ კი გვექნება შეხვედრები როგორც პროკურატურის, ისე შს სამინისტროს თანამშრომლებთან. ჩვენ სავარაუდოდ დავიბარებთ ყველა ადამიანს, ვისაც ამ საქმესთან ჰქონდა შემხებლობა და არც ერთი ადამიანი, ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსანი არ იქნება დაზღვეული კომისიაზე მოსვლისგან“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის აზრით, ყველა საფუძველი არსებობს, რომ კომისიამ მასალების სრულად გაცნობის შემდეგ დადოს ის დასკვნა, რომლითაც ნათელი მოეფინება ყველაფერს.
"მინდა ყველა სკეპტიკოსს მოვუწოდო - კომისიის მუშაობას ადევნონ თვალყური, თვითონაც შეიტანონ წვლილი თუ შეუძლიათ და არ გამოვიდნენ მარტო ვიწროპარტიული ინტერესებიდან. - განაცხადა სერგი კაპანაძემ.