ზაზა სარალიძეს სამი ძირითადი მოთხოვნა აქვს- დაისაჯოს ყველა დამნაშავე, გადადგეს წულუკიანი და გახარია

  12:50:24     11-06-2018

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე იუსტიციის და შს მინისტრების გადადგომას ითხოვს.

სარალიძიეს ხელისუფლებასთან სამი მთავარი მოთხოვნა აქვს - დაისაჯოს ყველა პირი ვინც მონაწილეობდა მოზარდების მკვლელობის საქმეში, ასევე გადადგეს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები.

„ყველა დამნაშავე უნდა იყოს დასჯილი, აბსოლუტურად ყველა დამნაშავის ხელისდამფარებელი უნდა იყოს დასჯილი, ყველა საქმის შემკერავი უნდა იყოს დასჯილი თანამდებობიდან უნდა გადადგეს წულუკიანი და თანამდებობიდან უნდა გადადგეს გახარია"-აცხადებს სარალიძე.