„აქციის დროს პირი, რომელიც ბოროტად გამოიყენებს ძალოვანი უწყების ატრიბუტიკას, უმკაცრესად დაისჯება“
19:52:32     10-06-2018
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნებისმიერი პირი, ვინც აქციის მიმდინარეობის დროს ბოროტად გამოიყენებს ძალოვანი უწყების ფორმის ტანსაცმელს და ატრიბუტიკას, კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მოქალაქეებს, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, დაიცვან კანონი. რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე აქციის დროს ნებისმიერი პირი, რომელიც ბოროტად გამოიყენებს ძალოვანი უწყების ფორმის ტანსაცმელს და ატრიბუტიკას, კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება. ყველა მსგავს ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მოახდენს მყისიერ რეაგირებას”, – ნათქვამია განცხადებაში.