ხელვაჩაურში ჯომარდობის დროს სამი ტურისტი დაიღუპა

  15:36:35     08-06-2018

ხელვაჩაურის რაიონში ჯომარდობის დროს სამი ტურისტი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ნავი ამობრუნდა, რა დროსაც სამი ადამიანი მდინარეში დაიხრჩო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ წუთებში მიმდინარეობს ერთი ადამიანის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.