სარალიძე ბესელიაზე: ადამიანს, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს, არ დავუჯდები სასაუბროდ, გამორიცხულია

  12:12:46     08-06-2018

ზაზა სარალიძის განცხადებით, ის ეკა ბესელიას სასაუბროდ არ დაუჯდება.

„ადამიანს, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს, არ დავუჯდები სასაუბროდ, გამორიცხულია. დანარჩენი ყველანაირად მზად ვარ, აბსოლუტურად ამომწურავად მოგაწოდოთ ყველაფერი ნებისმიერი დეტალი, თუ რაიმე ინფორმაცია გამაჩნია. ეკა ბესელიას არ დავუჯდები სასაუბროდ“, - განუცხადა ზაზა სარალიძემ სერგი კაპანაძეს.

თავის მხრივ, სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ კომისიის მიზანია საქმის ბოლომდე მიყვანა.

„თქვენ იცით, რომ კომისიაში უმრავლესობა არის საპარლამენტო უმცირესობა - „ევროპული საქართველო“. გადაწყვეტილებებს იღებს უმრავლესობა. არ მინდა ეკა ბესელიაზე ვისაუბრო, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მხრივ, თქვენთან სრული მხარდაჭერა იქნება. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ ჩვენ ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებით“, - განაცხადა კაპანაძემ.