
ზაზა სარალიძე საგამოძიებო კომისიიდან ეკა ბესელიას აცილებას ითხოვს
11:40:33     08-06-2018
ზაზა სარალიძე დროებითი საპარლამენტო კომისიიდან, რომელმაც თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმე უნდა შეისწავლოს, კომისიის ერთ-ერთი წევრის ეკა ბესელიას აცილებას ითხოვს.
ზაზა სარალიძის თქმით, თუ კომისიის შემადგენლობაში ეკა ბესელია იქნება, ის კომისიასთან არ ითანამშრომლებს.
სარალიძე კომისიის წევრებთან შესახვედრად საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. შეხვედრას "ევროპული საქართველოს" წევრები - სერგი კაპანაძე, ელენე ხოშტარია, ოთარ კახიძე და ირმა ნადირაშვილი ესწრებიან.
სარალიძე კომისიის წევრებს მის ხელთ არსებული ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, რომელიც საქმის მასალების გაყალბებას ეხება.