"დიდ ბრიტანეთს რუსეთის დანაშაულებრივი ქმედებების მხილება სურს"
10:28:09     08-06-2018
დიდი შვიდიანის სამიტზე, პარასკევს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აპირებს გამოვიდეს ინიციატივით, რათა შეიქმნას „სწრაფი რეაგირების ძალები“ რუსეთის მხრიდან კიბერშეტევასა და „მკვლელობის“ საკითხთან დაკავშირებით. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.
"ეს წარმოადგენს ბრიტანული მხარის გეგმას, რათა უზრუნველყოს მსოფლიო მხარდაჭერის ფორმულირების სტრუქტურა, სწრაფი რეაგირებისთვის, რათა მოახდინოს რუსეთის დანაშაულებრივი ქმედებების მხილება. ეს იქნება ომი კიბერსივრცეში თუ მკვლელობა“ - ციტირებს მინისტრის სიტყვებს მედიაკომპანია „BuzzFeed“-ი.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ "პრობლემა ის არის, რომ რუსეთი კარგად მოქმედებს ძალადობის გავრცელების მხრივ. ისინი უბრალოდ შეუდარებლები არიან. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ და აღმოვფხვრათ ეს“ - აღნიშნა ჯონსონმა.