BBC-მ ე.წ „ბოტების“ აქციაზე სტატია გამოაქვეყნა
10:02:26     08-06-2018
BBC საქართველოში, მთავრობის კანცელარიასთან გაიმართულ აქციაზე „ბოტები კანცელარიისათვის“ სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრის ოფისის წინ გამართულმა „ბოტების“ აქციამ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
სტატიაში ნათქვამია, რომ ქართულ ენაზე ფეხსაცმელი ბოტი (boot) და ონლაინ ბოტი (bot) ერთნაირად იწერება.
„არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იუსტიციის მინისტრის შესახებ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის Facebook პოსტმა ათასობით ლაიქი მიიღო. მომწონებელთა შორის ბევრი არაქართველი იყო, რამაც წარმოშვა ვარაუდი, რომ მხარდაჭერას ონლაინ ბოტები ზრდიდნენ. პასუხად, მოქალაქეებმა პრემიერის კანცელარიასთან (ფეხსაცმელი) ბოტები დატოვეს ონლაინ ბოტებად მიჩნეულების Facebook ანგარიშებთან ერთად“ - წერს BBC.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მთავრობის კანცელარიასთან აქცია სახელწოდებით „ბოტები კანცელარიისათვის“ გაიმართა. აქციის მონაწილეების თმით მათ მთავრობის პროპაგანდისტული ინსტრუმენტი, ე.წ. „ბოტები“ გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი მთავრობის პროპაგანდისტულ ინსტრუმენტს, ე.წ. „ბოტებს“ აპროტესტებენ. 5 ივნისს ფეისბუქის ათასობით მომხმარებელი ხარხარის აღმნიშვნელი ღილაკით, ე.წ. „ჰაჰას“ სიცილაკით გამოეხმაურა გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას, რომელიც მან ფეისბუქზე გამოაქვეყნა და რომელშიც არასამთავრობოების ნაწილს ადანაშაულებს „ულტიმატუმის ენით საუბარში“, ხოლო იუსტიციის მინისტრის გადაყენების მოთხოვნას უწოდებს „აბსურდულს“. პრემიერის პოსტის ე.წ. „მომწონებლებს“ შორის კი ასობით ე.წ. „ბოტი“, დიდი ალბათობით, ყალბი პროფილი გამოჩნდა, უცხოური ან გაუგებარი სახელებით.