
სადღობელაშვილი: ვაპირებ გრძელი შვებულება ავიღო. სიმართლე გითხრათ, სამკურნალოც ვარ
18:32:31     07-06-2018
მე ალბათ დიდხნიან ტაიმ-აუტს ავიღებ, - ამის შესახებ „ქართული მარშის“ ერთ ერთმა ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ლადო სადღობელაშვილის, თქმით ის ელოდებოდა მოსამართლის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას. ამასთან , სადღობელაშვილს იმედი აქვს, რომ შემდეგ პროცესზე მასთან ერთად დაკავებულ 2 ბრალდებულსაც გამოუშვებს სასამართლო გირაოს სანაცვლოდ.
„ვაპირებ გრძელი შვებულება ავიღო. სიმართლე გითხრათ, სამკურნალოც ვარ. დღესაც ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფოდან გადმომიყვანეს, ამასთან ოჯახს ვარ მონატრებული და არ მცხელა აქციებისთვის. მე ალბათ დიდ ხნიან ტაიმ აუტს ავიღებ. რაც შეეხება გადაწყვეტილებას იმ კუთხით, რომ სამართალი უნდა აღსრულებულიყო, მოსამართლის დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ველოდი. გარდა ამისა გამოძიება დასრულებული იყო და ჩვენი გაჩერების სამართლებრივი საფუძვლები აღარ არსებობდა. თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით კმაყოფილი არ ვარ, რადგან ორი ჩემი მეგობარი კვლავ პატიმრობაშია“, - განაცხადა სადღობელაშვილმა.