სარალიძისა და მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორი შალვა ნათელაშვილი იქნება

  16:29:48     07-06-2018

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილის „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული მორიგი შეხვედრისას გადაწყდა, რომ 10 ივნისს 16:00 საათზე, თბილისში, პარლამენტის შენობასთან, ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორი შალვა ნათელაშვილი და მისი პარტია იქნება.

„მიტინგი არის უკიდურესად მშვიდობიანი, მაგრამ პრინციპული და უკანდაუხეველი - ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა, რომელიც უნდა განხორციელდეს არსებული მთავრობის გადადგომით; პარლამენტის თვითლიკვიდაციით და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით, საპრეზიდენტოსთან ერთად. აი, ეს არის ხსნა ქვეყნის. ყველაფერი დანარჩენი არის დროის გაყვანისა და გზა-კვალის აბნევის სტრატეგია“, -  განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.