ხანძარი ლონდონის ცენტრში - მობილიზებულია 100-მდე მეხანძრე
20:55:31     06-06-2018
ცენტრალურ ლონდონში, სასტუმრო Mandarin Oriental Hotel-ში ხანძარია. ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, შემთხვევის ადგილზე 15 სახანძრო მანქანა და 100-მდე მეხანძრეა მობილიზებული.
აღნიშნული სასტუმრო ცენტრალური პარკის მახლობლად, „ნაითსბრიჯის“ უბანში მდებარეობს. ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოების გამო, ლონდონის ცენტრში ქუჩები გადაკეტილია.
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ახლახანს განახლდა.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.