მთავრობის კანცელარიასთან აქცია - „კანცელარიის ბოტები“ მიმდინარეობს

  18:15:27     06-06-2018

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან ე.წ. ბოტების აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო სექტორის წევრებმა ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოტები მიიტანეს. 

უკვე მეორე დღეა სოციალურ ქსელში კამპანია „დასცინე პრემიერს“ მიმდინარეობს. ამ ფორმით მოქალაქეები გიორგი კვირიკაშვილის გუშინდელ განცხადებაზე პროტესტს გამოხატავენ.

პრემიერმა გუშინ არასამთავრობო სექტორი თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნის გამო გააკრიტიკა.

გუშინ საღამოდან სოციალურ ქსელში კვირიკაშვილის გვერდზე, მოქალაქეები საპროტესტო განწყობას დაცინვის სიმბოლოთი გამოხატავენ, ამის შემდეგ კამპანიაში ინდოეთსა და ბანგლადეშში დარეგისტრირებული მოქალაქეები ჩაერთნენ და მათ პრემიერის განცხადება მოიწონეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ე.წ. ლაიქების შემდეგ სამოქალაქო სექტორის მიერ აქცია დაიგეგმა.