ბორჯომში, ლტოლვილთა დასახლებაში 55 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს
13:30:04     06-06-2018
ბორჯომში, ლტოლვილთა დასახლებაში 55 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის წევრის განცხადებით, თურქეთში აპირებდა წასვლას და ნოემბრის შემდეგ არ უნახავთ.
მეზობლებმა 112-ში მას შემდეგ დარეკეს, რაც უსიამოვნო სუნი იგრძნეს.მათივე ინფორმაციით, ქალს გულის პრობლემები ჰქონდა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.