200-მდე გაუჩინარებული ადამიანი და 75 გარდაცვლილი გვატემალაში
12:55:44     06-06-2018
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გვატემალაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 200-მდე ადამიანი გაუჩინარდა, 75 კი გარდაიცვალა.
სტიქიამ გარკვეული სახის ზიანი 1.7 მილიონ ადამიანს მიაყენა, აქედან 3000 ევაკუირებულია.
ვულკანი ფუეგო, რომელიც გვატემალის დედაქალაქიდან 40 კილომეტრში მდებარეობს, 3 ივნისს, საღამოს ამოიფრქვა.