"შევხვდებით ყველა ადამიანს, რომელსაც რამე კავშირი აქვს ამ საქმესთან"

  11:03:44     06-06-2018

ჩვენი მთავარი ამოცანაა არა მხოლოდ ნათელის მოფენა და დამნაშავეების გამოვლენა, არამედ იმის დადგენა თუ რა მოხდა პროკურატურაში, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა.

"შევხვდებით ყველა ადამიანს, რომელსაც რამე კავშირი აქვს ამ საქმესთან. დაწყებული მირზა სუბელიანით და შოთაძით, ასევე კონკრეტული პირებით, ადვოკატებით და იმ პროკურორებით, რომლებიც ამ საქმეში იყვნენ ჩართული. ჩვენი მთავარი ამოცანაა არა მხოლოდ ნათელის მოფენა და დამნაშავეების გამოვლენა, არამედ იმის დადგენა თუ რა მოხდა პროკურატურაში", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, დღეს, პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოსაძიებლად დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას დაამტკიცებს, რომელსაც "ევროპული საქართველოს" წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.