ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა სესიაზე დამტკიცდება

  10:03:46     06-06-2018

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა დღეს სესიაზე დამტკიცდება.

ევროპული საქართველოს წევრის ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, „სხდომაზე გამოცხადდება და კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდება ნებისმიერი თანამდებობის და იურიდიული პირისთვის სავალდებულო იქნება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საგამოძიებო კომისიამ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპოვოს,“-განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

საგამოძიებო კომისიას ევროპული საქართველოს წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს. ამასთანავე, 17 კაციან კომისიაში 9 დეპუტატი ევროპული საქართველოდან იქნება.