საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა დირბის ეკლესიის წინამძღვარი მამა იოანე დააკავეს
14:42:35     05-06-2018
საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა დირბის ეკლესიის წინამძღვარი მამა იოანე ოხანაშვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს.
ეკლესიის წინამძღვარის და კიდევ ერთი პირის დაკავებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. სუს-ის ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.
ასევე, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან სოფელ ხურვალეთის მკვიდრი თემო ხუხაშვილიც დააკავეს.