საფრანგეთში ქართველების 34 კაციან კრიმინალურ დაჯგუფებას ასამართლებენ
14:01:40     05-06-2018
საფრანგეთში ქართველების კრიმინალურ დაჯგუფის წევრებს ასამართლებენ. ფრანგული მედიის ცნობით, ქალაქ ნანსიში სასამართლოს წინაშე 34 ადამიანი წარდგა. მათ შორის ოთხი ქალია.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულთა უმეტესობა ქართველია. მათ ქურდობაში, ფულის გამოძალვასა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობაში ედებათ ბრალი. სამართალდამცავების ინფორმაციით, დამნაშავეები საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე გერმანიაში, ბელგიაში, შვეიცარიასა და ნიდერლანდებში მოქმედებდნენ და წლების განმავლობაში სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს, მათ შორის არის წვრილმანი ქურდობა, ფულის გამოძალვა და სხვა.
მედია წერს, რომ სასამართლოში გამოსვლისას, პოლიციის ოფიცერმა დამნაშავეებს „კანონიერი ქურდები“ უწოდა, რომლებიც მკაცრი შიდა განაწესით მოქმედებენ. ბრალდებულების ასაკი 25-დან 61 წლამდე მერყეობს.
გამომძიებლის განცხადებით, პოლიცია გამოააშკარავა დაჯგუფებაში მოქმედი იერარქია. მათივე თქმით, „კანონიერი ქურდები“ დაჯგუფებას მართავდნენ და ისინი ჯგუფის სხვა წევრების მიერ მოპარული ნივთებისგან მიღებულ შემოსავალს ანაწილებდნენ.
ბრალდებულებს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 10 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. სასამართლო პროცესი 15 ივნისამდე გაგრძელდება.