ადვოკატ ინგა არახამიას საცხოვრებელი ბინის ფანჯარას ცეცხლსასროლი იაღიდან ესროლეს
23:09:22     04-06-2018
ადვოკატ ინგა არახამიას ინფორმაციით, მის საცხოვრებელ სახლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
მისი თქმით, სახლში შვილთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც სროლის ხმა გაიგო და ნახა, რომ ფანჯარაზე ნატყვიარი იყო.
არახამია ვარაუდობს, რომ მომხდარი მის საქმიანობას უკავშირდება.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.
როგორც უყებაში განმარტეს, მომხდარზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შემთხვევის შედეგად არავინდ აშავებულა.