მალხაზ მაჩალიკაშვილი: პრემიერი ჩემს მიღებაზე უარს ამბობს და ტერორისტებად მიგვიჩნევს

  14:37:13     04-06-2018

მალხაზ მაჩალიკაშვილი პრემიერს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და პანკისელებს თბილისში ჩამოსვლისკენ მოუწოდებს. 

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, პრემიერმა დისკრიმინაციული ნიშნით უარი თქვა თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებთან შეხვედრაზე და მან მხოლოდ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლების მიღებაზე გამოთქვა მზაობა.

„ყველასთვის ნათელია აქ რაც ხდება. ახლა კვირიკაშვილი რატომ იძახის ჩემზე უარს, იმიტომ რომ მე ვარ მუსლიმი, მე ვარ სხვა რელიგიის წარმომადგენელი, მე ვარ ტერორისტი. მე რასაც ვაპირებ... ვაჩვენებ ამ სისტემას რასაც ვაპირებ!“ - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილი მის ოჯახს ტერორისტებად მიიჩნევს.