მამაკაცი, ვინც ნინო ლომჯარიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დააკავეს

  09:24:41     04-06-2018

მამაკაცი, რომელმაც გუშინ ვაკის პარკში საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას აგინა, დაკავებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მოხდა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

გავრცელებული ცნობით, დაკავებულია ვასილ გოგალაძე, რომელიც ზურაბ ზვიადაურის მეგობარია.

ინციდენტი გუშინ, ვაკის პარკში მოხდა. ვაკის პარკში გამართულ აქციაზე ზაზა სარალიძესთან ერთად იმყოფებოდა ნინო ლომჯარიაც. მას შემდეგ, რაც სარალიძემ აქციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, აქციის მონაწილეთა ნაწილმა ამაში ნინო ლომჯარია დაადანაშაულა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება დაუწყეს. მოგვიანებით, ტერიტორია ზაზა სარალიძემ და ნინო ლომჯარიამ დატოვეს.