ფსიქოლოგი: ვეჭვობ, რომ ამ აბსურდულ გადაწყვეტილებას პოლიტიკური საფუძველი აქვს - ნატოს სამიტის წინ არეულობის განზრახ პროვოცირება!

  10:32:40     03-06-2018

"დღეს, ჩვენი უმთავრესი მიზანია მხოლოდ ერთი რამ - საქართველო ნატოში! არავინ ამის შესახებ არ საუბრობს, რაც არ მიკვირს"-განუცხადა "პრესა.ჯი"-ს ცნობილმა ფსიქოლოგმა, დავით ამირეჯიბმა. 

"უმთავრესი მიზანი - საქართველო ნატოში!

ქვეყნის გადასარჩენად, ჩვენი უმთავრესი მიზანია მხოლოდ ერთი რამ - საქართველო ნატოში!  2018 წლის 11-12 ივლისს ბრიუსელში,  ნატოს 28-ე სამიტი  იხსნება.  უკლებლივ ყველა პოვოკაციის მიზანია  სამიტამდე,  საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის ბლოკირება!

პროვოკატორები ბუმერანგივით გვიბრუნებენ ჩვენს სიმართლეს, ჩვენს წინააღმდეგ! ყველაფერს აქვს თავისი დრო და ადგილი, მათ შორის,  ბრძოლას სამართლიანობისთვის! თუ, ნატოს სამიტამდე, ამ ერთი თვისა და 10 დღის განმავლობაში, ვერ აღვკვეთავთ პროვოკაციებს, მოვაწყობთ რევოლუციას, დავტოვებთ ქვეყანას ხელისუფლების გარეშე, დიდი შანსია იმისა, რომ აგვისტოში ვიხილავთ რუსეთის ტანკების აღლუმს, რუსთაველის გამზირზე, ამ შემთხვევაში, ჩვენს მიწაზე სამართალი ვეღარასდროს გაიმარჯვებს! პუტინი დიდი ხანია ამზადებს პირობებს საქართვლოს სრული ანექსიისთვის. 

ორი დღის წინ, სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცნობა, ამ გეგმის ნაწილია! გაიხსენეთ, როგორ დაბლოკა მაპის მიღება 2007 წლის ნოემბრის პროვოკაციებმა და რა მოჰყვა ამას 3-4 თვეში - 2008 წლის აგვისტოს ომი, რუსეთის 58 არმიის შემოჭრა და საქართველოს დაყოფა 3 ნაწილად. 

ზაზა სალარიძის, მალხაზ მაჩალიკაშვილის, მომიტინგეების პროტესტი სრულიად სამართლიანია, უსამართლო და ბოროტმოქმედება სასამართლოს გააწყვეტილება  იყო. ვეჭვობ, რომ ამ აბსურდულ გადაწყვეტილებას პოლიტიკური საფუძველი აქვს - ნატოს სამიტის წინ არეულობის განზრახ პროვოცირება! თუ სამართლიანობის აღდგენა და გამარჯვება გვსურს, უნდა ვიმოქმედოთ გამომდინარე უმთავრესი მიზნიდან - საქართველო ნატოში!"-აღნიშნავს დავით ამირეჯიბი.