"ეს აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ არ ჩამოიშლება ივანიშვილი საბოლოოდ"

  23:59:33     02-06-2018

ეს აქცია გაგრძელდება ყველა შემთხვევაში, შეიძლება გავაგრძელო მარტო მე, მაგრამ ყველა შემთხვევაში გავაგრძელებ, მანამ, სანამ არ ჩამოიშლება ივანიშვილი საბოლოოდ, - განაცხადა ზვიად კუპრავამ მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ორგანიზატორებს შორის კარავში თათბირის შემდეგ ვითარება დაიძაბა.

„ეს აქცია გაგრძელდება ყველა შემთხვევაში, შეიძლება გავაგრძელო მარტო მე, მაგრამ ყველა შემთხვევაში გავაგრძელებ, მანამ, სანამ არ ჩამოიშლება ივანიშვილი საბოლოოდ. მე ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე, ამ საქმეს მივიყვან ბოლომდე. არ შევწყვეტ დაწყებულ საქმეს და გავაგრძელებ ბოლომდე მანამ, სანამ არ ჩამოვშლი სისტემას მთლიანად. აი, ეს არის ჩემი ძმა, ვინც იქნება ჩემს გვერდით“, – განაცხადა კუპრავამ, რის შემდეგაც გავიდა ტრიბუნიდან, თუმცა რამდენიმე წუთში მიკროფონთან კვლავ მივიდა და პოლიტიკურ პარტიებს ხვალ, რუსთაველის გამზირზე აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.